2016 წლის 20 მაისს სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის № 11 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ანბანთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ,,თუ დაივიწყე ენა ქართული, მაშ, საქართველო დაგავიწყდება...."
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა მიქელაძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობის დარგში ქალბატონი მერი ხიმშიაშვილი, სკოლის პედაგოგები და მშობლები.
ღონისძიება იყო სახალისო და საინტერესო. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ი. გოგებაშვილის ნაწარმოებიდან მათთვის ნაცნობი გმირები: ცრუ, მშრომელი ფუტკარი, თავნება თაგუნა, ერეკლე მეფე და ინგილო ქალი, ზარმაცი ვანო, თხა და გიგო, ქეთო, დაკარგული ბავშვი ...... ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა პატარებს მიულოცა სასწავლო წლის დასრულება და მოსწავლეებს გადასცა სიგელები.
მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლ-ის ხელმძღვანელმა მ. ტუღუშმა ბავშვები წაიყვანეს გასართობ ცენტრ ,,ტოპო-ტიპში"
მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლ-ის ხელმძღვანელმა მ. ტუღუშმა ბავშვები წაიყვანეს გასართობ ცენტრ ,,ტოპო-ტიპში"